მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ-მ მადრიდის რეალი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნლმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
მან თავისი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:
"რეალთან მატჩი იყო პირველი ამ ტურნირის მანძილზე, როდესაც დემბელემ ფრთები გაშალა. ის ჩემი საუკეთესო ფეხბურთელია, გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი მოთამაშე", - თქვა ენრიკემ.