2 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ხვიჩა პარი სენ-ჟერმენის გამორჩეულ ფიგურად იქცა" - სანიოლის თანაშემწის კომენტარი კვარაცხელიაზე

საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის თანაშემწემ, დევიდე ვებმა გამოცემა L'equpe-თან ინტერვიუ ჩაწერა.

მას ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს:

“მან თავის ბრწყინვალე შეტევით პოტენციალს დაცვაში თამაშის უნარებიც შესძინა და ამან ის პსჟ-ისთვის გამორჩრულ ფიგურად აქცია. ფიზიკური თვალსაზრისით, ის უბრალოდ ფემონენია. საბერძენთთან მატჩის დროს (ევრო 2024-ის პლეი ოფი) მას ნამდვილი შოკური თერაპია მოუწყეს, მაგრამ გაუძლო. მოედნიდან ის მხოლოდ დამატებით დროში გამოვიყვანეთ, რათა ტრავმისგან დაგვეცვა. 

შეუძლია აჩქარება, ორთაბრძოლა, წინ და უკან სირბილი. მოედანზე არ უშინდება ხისტ ბრძოლაში შესვლას. ეს მისთვისაც თამაშის შემადგენელია და გვერდიდან არ უყურებს.

მან აჩვენა, რომ არამხოლოდ დრიბლიორია, შეუძლია ერთი-ერთზე თამაშიც. მისი მოქმედების დიაპაზონი ფართოა, თამაშის წაკითხვის უნარის წყალობით კი ის ნებისმიერ ზონაში, პოზიციის ცვლილების შემდეგაც, მეტოქისთვის სახიფათო მოთამაშედ რჩება - ფლანგებზე, ცენტრში თუ ხაზებს შორის.
მას არ სურს, რომ მის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეთ. არასდროს არაფერს ითხოვს. სურს, რომ იყოს გუნდის რიგითი წევრი და ისევე შეასრულოს თავის მისია, როგორც სხვა ყველამ. მეტსაც გეტყვით - ყველაზე რთული ვარჯიშის დასრულების შემდეგ მისი მოედნიდან გაგდებაა.

კვარაცხელია ძალიან თავდაჯერებულია, მაგრამ საკმაოდ ჩუმია. ის ლიდერია, პირველ რიგში, თავისი ქცევით”, - თქვა დევიდ ვებმა.

Facebook კომენტარები