4 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"რეალს მხოლოდ 1 ფეხბურთელი არ ჰყავს" - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მატჩამდე

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენი მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.

მატჩი 9 ივლისს საქართველოს 23:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"რეალს მხოლოდ 1 ფეხბურთელი არ ჰყავს. ეს ძალიან კარგი გუნდია, ჩვენ მათი თითოეული მოთამაშე უნდა დავაფასოთ და თამაშზე ვფოკუსირდეთ.

მბაპე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რა თქმა უნდა, რეალი მასთან ერთად უფრო სახიფათო გუნდია. მათ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ", - თქვა კვარამ.

Facebook კომენტარები