როგორც მოგეხსენეაბთ, პარი სენ-ჟერმენი მსოფლიო საკლუბო ჩემპიოანტის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მადრიდის რეალი იქნება.
ამ მატჩთან დაკავშირებით პარიზულმა გრანდმა დასაფასებელი ქმედება განახორციელა.
ნასერ ალ-ხელაიფის გადაწყვეტილებით, გუნდის ყველაზე ერთგული ქომაგები მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალზე იქნებიან მიწვეულნი
გულშემატკივრებს დაუფინანსდებათ ფრენა, ტრანსფერი, სასტუმრო, მატჩის ბილეთები.
ამასთანავე, თუ პსჟ ფინალში გავა, ისინი 13 ივლისს ტურნირის ფინალსაც დაესწრებიან