როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში ჩაფრინდა.
ქართველ კარის დარაჯი თავის ახალ კლუბს შეუერთდა და სეზონისთვის მზადებას იწყებს.
მერსესაიდელებს პირველი ამხანაგური მატჩი 13 ივლისს პრესტონთან აქვთ ჩანიშნული.
დიდი ალბათობით, მამარდას სადებიუტო შეხვედრაც ეს იქნება.
წესითა და რიგით, ქართველ მეკარეს ამხანაგურ მატჩებში შანსი უნდა მიეცეს, რათა საკუთარი თავი დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი 4 წლის წინ ვალენსიაშიც ასე იწყებდა.