17 საათის და 44 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

სად გააგრძელებს გიორგი მიქაუტაძე კარიერას - 2 შესაძლო ვარიანტი

მას შემდეგ, რაც "ლიონი" საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს, გიორგი მიქაუტაძეს მომავალზე მედიაში აქტიურად წერენ.

აღსანიშნავია, რომ ჟორჟს მსურველები სერია ა-დან და პრემიერ ლიგიდანაც გამოუჩნდნენ.

როგორც ირკვევა, იტალიიდან ქართველო ფეხბურთელის დამატება ყველაზე მეტად "რომას" სურს. 

იწერება, რომ საქმეში "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპარინია ჩართული.

რაც შეეხება პრემიერ ლიგას, ინგლისიდან სურვილი ჩემპიონშიპიდან ამოსულმა "სანდერლენდმა" გამოთქვა, თუმცა რეალური შეთავაზება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ასე და ამგვარად, თუ სად გააგრძელებს ჟორჟი კარიერას, ამას უახლოესი სატრანსფერო დღეები გადაწყვეტს.



Facebook კომენტარები