1 დღის და 18 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ზურიკო დავითაშვილის მომავალი გუნდი ცნობილია - რა იწერება მედიაში

100%-ით დადასტურებულია, რომ ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის.

როგორც ცნობილია, ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავს ლიგა 1-დან და თურქეთიდან.

თურქულ მედიაში დაიწერა, რომ ზურიკო სულ მალე ბეშიქთაშის ფორმას მოირგებს:

პრესის ინფორმაციით, ეს ტრანსფერი უკვე დადასტურებულია და არაუმეტეს 2 კვირაში გაოფიციალურდება.

ფრანგულ პრესას თუ დავუჯერებთ, დავითაშვილის შეძენა რენს და კიდევ რამდენიმე გუნდს სურს.

როგორც ჩანს, ზურიკო კაიერას ან თურქულ გრანდში გააგრძელებს, ან ლიგა 1-ის რომელიმე საშუალო გუნდში.

ცნობისთვის, დავითაშვილს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ მას თურქების მიმართ, საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო, არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვს.

Facebook კომენტარები