2 დღის და 8 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ლივერპულმა" მამარდაშვილთან ერთად კიდევ ერთი მეკარე იყიდა

როგორც მოგეხსენებათ, შემდეგი სეზონიდან "ლივერპულის" რიგებს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მერსესაიდული გუნდი კიდევ ერთი მეკარით გაძლიერდა.  

კერძოდ, გიორგი მამარდაშვილისა და არმინ პეჩის შემდეგ, მერსისაიდელებმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრედი ვუდმანი დაიმატეს, რომელიც 2021/2022 წლების სეზონში "ნიუკასლ იუნაიტედის" რიგებს იცავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "წითლებმა" 3 მეკარე კაოიმჰინ კელეჰერი, ვიატესლავ იაროში და ჰარვი დევისი მიმდინარე ზაფხულში კლუბიდან გაუშვეს.

აქვე გეტყვით, რომ The Times-ის ცნობით, არნე სლოტი თავდაპირველად ალისონისა და მამარდაშვილის შემცვლელად პეჩის განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ ვუდმანის ვარიანტზე შეჯერდნენ.


Facebook კომენტარები