ცნობილი გამოცემა Tribuna Deportiva გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით ლა ლიგის კლუბია დაინტერესებული.
საუბარია "ვალენსიაზე", რომელიც ცენტრალურ ნახევარდაცვაში ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ქართველს განიხილავს.
როგორც ირკვევა, ვალენსიას სურს, რომ მოთამაშე უოტფორდიდან გამოსყიდვის უფლებით დაიმატოს.
გარდა ამისა, ჩაკვეტაძე მთავარ მწვრთნელ კარლოს კორბერანსაც მოსწონს და თავად გიორგისაც სურს "ვალენსიაში" გადასვლა.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი "უოტფორდთან" კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.