გიორგი მიქაუტაძის ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. კლუბს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველანი ჟორჟზე დავფქირდით, რომელმაც, ამ გადაწყვეტილების ძალში შესვლის შემთხვევაში, კლუბი უნდა დატოვოს.
ქართველს კარგი სეზონი ჰქონდა და მსურველები არ მოაკლდება, თანაც ლიონმა რაიან ჩერკი უკვე გაყიდა და მანჩეტსერ სიტისგან დიდი თანხა მიიღო, ისინი მიქაუტაძის შემთხვევაშიც იმავეს ელიან.
რამდენიმე დღის წინ მედიაში დაიწერა, რომ ლივერპულის მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს კლუბში ახალგაზრდა, მობილური ფორვარდის მოყვანა სურს.
სოციალურ ქსელში მერსესაიდული კლუბის ფანები მიქაუტაძეს ხშირად ახსენებენ და ისინი კლუბს ჟორჟის ყიდვას სთხოვენ.
როგორც თავად აღნიშნავენ, ის დიოგო ჯოტას განვითარებული ვერსიაა და პორტუგალიელის მაგივრად ის ლივერპულს გამოადგებოდა:
"იყიდეთ მიქაუტაძე, ის ჯოტას უკეთესი, თანაც ახალგაზრდა ვერსიაა"
"ვფიქრობ, გიორგი მიქაუტაძის მოყვანა კარგი ვარიანტი იქნება"
"მიქაუტაძე ძალიან მაგარი ფორვარდია. მუდამ კარში დარტყმას ცდილობს, ეს ისაა, რაც გვაკლია"
"ვიყიდოთ მეორე ქართველიც, მათ სასწაული ევროპის ჩემპიონატი ჰქონდათ"
"მამარდაშვილს ვუთხრათ, რომ ლივერპულში მიქაუტაძეც წამოიყვანოს"
იმედი ვიქონიოთ, რომ ინგლისელები მეორე გიორგის შეძენასაც გადაწყვეტენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან ლივერპულში გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად ჩაირიცხება.