როგორც მოგეხსენებათ, პარი სენ ჟერმენი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფიდან გავიდა.
გუნდმა 3 მატჩიდან 2 მოიგო, 1 კი წააგო.
საფეხბურთო გამოცემა Sofascore-მა გასული მატჩების მიხედვით თითოეული გუნდის ფეხბურთელის საშუალო სტატისტიკური შეფასება გამოიყვანა..
პსჟ-ს რეიტინგის სათავეში (უშუალოდ ამ ტურნირზე) ხვიჩა კვარაცხელიაა, საშუალო სტატისტიკურად 7,87 ქულით.
მეორე პოზიციას ვიტინია იკავებს - 7,84 ქულა.
მესამეს კი არჩაფ ჰაკიმი - 7,70 ქულა.
აქვე მოგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ხვიჩას 3 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.