6 დღის და 21 1 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გველესიანმა ირანი დატოვა - ქართველი მცველი ახალ გუნდს ეძებს

3 წლის შემდეგ გიორგი გველესიანმა "პერსპოლისის" რიგები დატოვა, თუმცა, როგორც იწერება, ის ნაწყენი წავიდა.

ირანის ჩემპიონატის ბოლო ტურში ქართველმა მცველმა კლუბის ისტორიაში მე-100 მატჩი ჩაატარა, ამასთან დაკავშირებით გველესიანი სპეციალური 100-ნომრიანი მაისურის გადაცემას უშუალოდ მოედანზე მატჩის შემდეგ ელოდა, თუმცა მან საჩუქარი გასახდელში მიიღო.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ გუნდს ცუდი სეზონი გამოუვიდა და კლუბის ხელმძღვნალეობამ გადაწყვიტა, ფანების არ გასაღიზიანებლად ეს სცენა გასახდელში მოეწყოთ.

ამასთან დაკავშირებით კლუბის ურთიერთობის მენეჯერმა, მოსტაფა ლაშგარიმ ისაუბრა:

"ბატონი გველესიანი მორალის და ტექნიკის განსახიერებაა. მან ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გოლები, მათ შორის, ჩემპიონობის მომტანი, გაიტანა და კარგი მოგონებები შეგვიქმნა.

ჩვენ მისი მადლიერი ვართ, მაგრამ პროცედურა არის ის რომ როდესაც ფეხბურთელი რეკორდს დაამყარებს, ჩვენ ვამზადებთ მაისურს და ვატარებთ ცერემონიას სავარჯიშო მოედანზე.

ეს მოხდა გველესიანის შემთხვევაშიც... ჩვენ მას 100-ნომრიანი მაისური მივეცით. გიორგის სურდა ეს ცერემონია სტადიონზე გამართულიყო ფანების წინაშე, მაგრამ შედეგის მერე ფანები გაწბილებულები იყვნენ და ეს ვერ გამოოვიდოდა, ამიტომ მაისური გასახდელში გადავეცით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რომ არა ფანების ამბავი, ამ პროცედურას მოედანზე ვგეგმავდით", - ახსნა ლაშგარიმ. 

Facebook კომენტარები