1 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ბავშვებმა მიიღეს არა მხოლოდ საჩუქრები, არამედ მოტივაცია და სიძლიერის მაგალითი" - ბერი ანდრიას ფონდი ბუდუს მადლობას უხდის

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე ბერი ანდრია ფონდს ესტუმრა.

ბუდუ საკუთარი ოჯახით წარდგა და იქ მყოფი პატარები უზომოდ გაახარა.

ბერი ანდრიას ფონდის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ფოტოებს ავრცელებს და ოჯახს მადლობას უხდის:

"გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ნაკრების შემტევს, ყველასთვის საყვარელ, "სახალხო ფეხბურთელს", ბუდუ ზივზივაძეს ფონდის ბედნიერ სახლში სტუმრობისთვისა და ბავშვების გახარებისთვის! 

მისი ვიზიტი სიყვარულის, იმედისა და ერთიანობის დღესასწაული იყო!

ბავშვებმა მიიღეს არა მხოლოდ საჩუქრები, არამედ მოტივაცია და სიძლიერის მაგალითი.

ბუდუ, შენ ხარ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „ბედნიერი სახლის“ კარი შემოაღე და თითოეულ ჩვენთაგანს ბედნიერი საღამო გვაჩუქე!

უამრავი გამარჯვება შენ, მეგობარო!".

Facebook კომენტარები