1 დღის და 22 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რონალდუ: "ჩემი ცოლი ხშირად მეჩხუბება შვილები ფეხშიშველი რომ დადიან, მაგრამ მე ვეუბნები..."

კრიშტიანუ რონალდუმ ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესო თემაზე ისაუბრა:

“ჩემი ცოლი ჯეორჯინა ხშირად მეჩხუბება ხოლმე შვილები ფეხშიშველი რომ დადიან, გაცივდებიანო.

მაგრამ რეალურად პირიქითაა. სხეულს სწორედ დისკომფორტი ჭირდება ძლიერი რომ გაიზარდოს. 

სიცივესთან  ერთად ცხოვრება წლებია ჩემი დღის ნაწილია. კრიოთერაპია, ცივი შხაპები, კომპრესიის კამერები — ეს ყველაფერი მეხმარება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც გავძლიერდე. მე უბრალოდ ფეხბურთს არ ვთამაშობ თავს ისე ვუვლი, როგორც ელიტური სპორტსმენი.

ყოველ ღამით 7 საათზე მეტს ვიძინებ შემდეგ კი მთელი დღე აქტიური ვარ. მაგრამ მთავარი თანმიმდევრულობაა.

აი რატომ ვარ 40 წლის ასაკში, WHOOP-ის მონაცემებით, ფიზიოლოგიურად 28.9 წლის. ეს არ არის იღბალი ეს არის ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომა.

რა თქმა უნდა, ხანდახან თავს ვანებივრებ  ვჭამ ბურგერს, ღამის 2-მდე ვუყურე UFC-ს ორთაბრძოლებს, მქონია ცუდი ძილიც. მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების მხოლოდ 5%-ია. დანარჩენი 95% — დისციპლინაა, რუტინაა, კონდიციების აღდგენა და საკუთარ თავზე ზრუნვაა.

ხშირად გონიათ, რომ ფორმაში ყოფნა  ობსესიაა, მაგრამ არაა ასე. ესაა ბალანსის პოვნა  ისწავლო როგორ გაერთო ცხოვრებით და ამავდროულად იზრუნო საკუთარ თავზე.

როცა მეკითხებიან: რა არის საიდუმლო? მე სულ ერთსა და იმავეს ვპასუხობ: საიდუმლო არ არსებობს.არსებობს მხოლოდ ერთგულება მუხლჩაუხრელი შრომის იმ დღეებშიც კი, როცა სხვები წყვეტენ და ნებდებიან.

სწორედ ეს განასხვავებს წარმატებულს დანარჩენებისგან.“

Facebook კომენტარები