ცნობილი რუსი მწვრთნელი იური სიომინი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს:
"ჩემპიონთა ლიგის ასეთი ფინალი პირველად ვიხილეთ. პსჟ-მ დამსახურებულად მოიგო – ტაქტიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეცვალა. ხვიჩა დემბელესთან ერთად გუნდის ლიდერი გახდა. არ მეგულება ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ამდენი ტიტული მოიგო, მათ შორის სერია A. ამიტომაც ვფიქრობ, „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტი იქნება“, – უთხრა სიომინმა ТАСС-ს.
ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა გენადი ორლოვმაც:
''სიომინი შეხვედრას მიუნხენში ესწრებოდა. ხვიჩა პირველად სწორედ მან აღმოაჩინა და გულდასაწყვეტი იყო მის გარეშე 'რუბინში' გაყიდვა. ახლა კი ამაყობს და უხარია მისი წარმატება. ყაზანში სლუცკის ხვიჩა ბოლომდე ვერ გაუგია, ხოლო სპალეტიმ მისი პოტენციალი დაინახა.
ნახეთ გოლი – მეკარე შორეულ კუთხეს ელოდა, ხვიჩამ კი ახლოს დაარტყა. მეორე გოლიც იგივე სცენარით გავიდა. ფიზიკურად საოცარ ფორმაშია – რუსეთში გამორჩეული იყო, მაგრამ ახლა ბევრად უფრო დახვეწილად და ენერგიულად თამაშობს. ჩვენთან პრესინგი მხოლოდ იმიტაციაა, ევროპაში კი მეტოქეს აზროვნების საშუალებასაც არ აძლევენ“.