1 დღის და 21 1 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სპალეტი ახალ გუნდში მიდის - ლუჩანო მის ნაპოლიში ქცეულ ვარსკვლავს ითხოვს

ბოლო დღეებში მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ვიქტორ ოსიმენი კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ ალ-ჰილალში გააგრძელებდა, თუმცა ახალი ინფორმაციით ყველაფერი თავდაყრიდა დადგა.

TalkSport-ის ჟურნალისტები ბუჩი ლაბა და ბემ ჯეიკობსი იტყობინებიან, რომ ოსიმენს კლუბში სამედიცინო შემოწმება დღეს უნდა გაველო, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, კლუბი ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს 45 მილიონიანი წლიური ხელფასით სთავაზობდა, თუმცა ოსიმენსიგან უარი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ალ-ჰილალი ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს აძლევდა.

ახლა რადარზე ერთადერთ ვარიანტად ისევ გალათასარაი მოსცანს, სადაც ოსიმენმა გასული სეზონი გაატარა.

როგორც ცნობილია, თურქული გუნდი მზადაა, რომ ვიქტორი გამოისყიდოს, თუმცა ხელფასის სახით ისინი ოსიმენს წლიურ 15 მილიონ ევროს სთავაზობენ.

აქვე გეტვყვით, რომ ლუჩანო სპალეტის იტალიის ნაკრებს აღარ გაწრვთნის და დიდი ალბათობით ის იუვენტუსში წავა, სადაც, როგორც იწერება, ის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს მოითხოვს.

Facebook კომენტარები