3 დღის და 21 1 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ამ ბავშვს დიდი ნიჭი აქვს" - რონალდუმ ლამინე იამალზე ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, 8 ივნისს ღამის 23:00 საათზე ერთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პორტუგალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინა დღეს კრიშტიანუ რონალდუმ პრესკოფენრენცია გამართა, სადაც ლამინე იამალზე ისაუბრა:

"ლამინ იამალი ძალიან კარგად თამაშობს, იდეალურად იყენებს თავის ნიჭს. მიეცით ბავშვს საშუალება გაიზარდოს. ნუ მოახდენთ მასზე დიდ ზეწოლას. 

მიეცით საშუალება სწორად განვითარდეს. ლამინს უდიდესი ნიჭი აქვს იმისთვის, რომ დიდებული ფეხბურთელი გახდეს".

Facebook კომენტარები