6 დღის და 6 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ლამინე იამალმა რონალდუს წინააღმდეგ თამაშზე კომენტარი გააკეთა

როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პორტუგალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ლამინე იამალს კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ესპანელმა ამ დაპირისპირებაზე საფრანგეთის დამარცხების შემდეგ ისაუბრა:

"რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ის ლეგენდაა. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, რაც ფინალის მოგებაა", - თქვა იამალმა.

აქვე გეტყვით, რომ ერთა ლიგის ფინალი 8 ივნისს გაიმართება.

Facebook კომენტარები