1 წლის და 3 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

ცნობილია, რომელი ფეხბურთელი დააკლდება ნაკრებს ივნისის მატჩებში

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზაზე 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

5 ივნისს ჩვენი გუნდი ფარერებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

მეორე შეხვედრა კი 8 ივნისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს წინააღმდეგ გაიმართება.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ მატჩებში გიორგი ზარია მონაწილეობას ვერ მიიღებს.

აქვე გეტყვით, რომ ნაკრებში ლიდერები გამოძახებულები არ არიან.