Transfermarkt-მა 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო ტრანსფერების ათეული შეადგინა.
ჩამონათვალში, რა თქმა უნდა, არის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც იანვარში "ნაპოლიდან" "პსჟ"-ში გადაბარგდა.
Transfermarkt-მა ხვიჩას ტრანსფერი მე-3 პოზიციაზე გაიყვანა:
"მართალია, ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში შუა სეზონში გადავიდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ პარიზული კარიერის სტარტი წარმატებული გამოუვიდა. ლიგა 1-ის გრანდის მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში, კვარაცხელიამ 6 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა, რომელთა შორის ასტონ ვილასთან გატანილი მნიშვნელოვანი გოლი და არსენალთან შესრულებული ასისტიცაა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხვიჩამ ბრწყინვალე თამაში აჩვენა და გოლიც გაიტანა. თუ ვამბობთ, რომ პარი სენ-ჟერმენმა კილიან მბაპეს დავიწყება შეძლო, ეს დიდწილად კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების დამსახურებაა", - წერს Transfermarkt.
იხილეთ სია სრულად:
1. ომარ მარმუში
2. ხულიან ალვარესი
3. ხვიჩა კვარაცხელია
4. დომინიკ სოლანკე,
5. ლენი იორო
6. ნიკო გონსალესი
7. პედრუ ნეტუ
8. ჟოაუ ნევეში
9. ამადუ ონანა
10. ტენ კოპმეინერსი