3 დღის და 11 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ენრიკე მხოლოდ ბარკოლასა და კვარაზე ფიქრობს - პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა "ინტერის" წინააღმდეგ

ფრანგულ გამოცემა „Le Parisien“-ში ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუძღვნა ვრცელი სტატია, რომელშიც პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობაც დაასახელა.

იქნება. სევერაკი აღნიშნავს, რომ ლუის ენრიკესთვის კვარაცხელია და უსმან დემბელე შეუცვლელი ფიგურები არიან, ხოლო ერთადერთი კითხვა ისაა, ვინ დაემატება მათ შეტევაში - ბრედლი ბარკოლა თუ დეზირე დუე.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ინტერი“ მწყობრი დაცვის გუნდია, თუმცა ფლანგის მცველები - ფედერიკო დიმარკო და დენზელ დუმფრისი - შეტევაშიც აქტიურად ერთვებიან. 

სწორედ ამ სივრცეების გამოყენება განსაკუთრებით შეუძლია ბარკოლას, რაც „ლივერპულთან“ და „ასტონ ვილასთან“ მატჩებშიც გამოჩნდა. 

ძირითადი ინტრიგა ახლა ისაა, თუ ვინ იდგგება მარცხენა ფლანგზე - ბარკოლა თუ კვარაცხელია.

გამოცემა ვარაუდობს, რომ ხვიჩა მარჯვნიდან დაიწყებს და თამაშის მიმდინარეობისას ისინი პოზიციას ხშირად შეცვლიან.

ჟურნალისტმა პარიზელთა სავარაუდო ძირითადი შემადგენლობაც დაასახელა:

პსჟ-ს სავარაუდო XI: დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ვიტინია, ნევეში, ფაბიანი; ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე.

Facebook კომენტარები