1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ამ ჩემპიონობასაც თავის ანგელოზს მიუძღვნის... - როგორ გარდაიცვალა ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი

2019 წელს პსჟ-ს ამჟამინდელი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა

„ჩვენი ქალიშვილი ქსანა ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მადლობას ვუხდით ყველას ამ თვეების განმავლობაში გამოჩენილი სიყვარულისთვის და ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებისთვის. მადლობას ვუხდით საავადმყოფოების პერსონალს მათ მიერ გამოჩენილი მზრუნველობისთვის. მადლობა ექიმებს, მედდებსა და ყველა მოხალისეს. ქსანა, მოგვენატრები. ყოველთვის გვემახსოვრები და იმედს ვიტოვებთ, რომ ისევ შევხვდებით“, - დაწერა მაშინ ლუის ენრიკემ.

ენრიკესა და მის მეუღლე ელენას კიდევ ორი შვილი ჰყავთ - 21 წლის პაჩო და 19 წლის სირა.

ენრიკემ შვილის ავადმყოფობის შესახებ 25 მარტს შეიტყო, როდესაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად მალტას წინააღმდეგ გასვლითი მატჩისთვის ემზადებოდა. მას შემდეგ ენრიკემ ნაკრების სამი მატჩი გამოტოვა, ივნისში კი თანამდებობა დატოვა. 

ესპანურმა მედიამ მწვრთნელის გადადგომის მიზეზები იცოდა, თუმცა არც ერთ მედიასაშუალებას ოჯახის ნებართვის გარეშე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ ენრიკე პსჟ-სთან ერთად 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს. გამარჯვების შემთხვევაში კი ესპანელი ამ ტიტულს ქსანას ხსოვსნას მიუძღვნის...

Facebook კომენტარები