1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მას შეუძლია ფინალის ბედი მარტომ გადაწყვიტოს" - CBS Sport კვარაცხელიაზე წერს

ჩემიონთა ლიგის ფინალის წინ საფეხბურთო გამოცემა CBS Sport-მა პსჟ-სა და ინტერის ანალიზები შემოგვთავაზა.

მათ, რა თქმა უნდა, ახსენეს ხვიჩა კვარაცხელიაც და ქართველზე თქვეს, რომ მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია:

"თუ ვინმეს შეუძლია, უსმან დემბელეს სცენა წაართვას, ესაა ბიჭი, რომელიც მისგან მარცხნივ თამაშობს. ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც მეტოქე გუნდების დაცვის ხაზის გაჭრა მარტოს შეუძლია. ის მცველებს შორის ისე გადაადგილდება, მოწინააღმდეგეები ტაქტიკურ და სწორ ჯარიმებს კი არ იღებენ, წესებს გაღიზიანების გამო არღვევენ. მათ უბრალოდ სურთ, მინდორზე დააგდონ ფეხბურთელი, რომელიც ბოლო ოცი წუთია, ამცირებს. 

არსენალის წარმომადგენელმა, იურიენ ტიმბერმა, ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, სწორედ ეს გამოიარა. მიმდინარე სეზონში, მეთოფეების მარჯვენა მცველი, ინდივიდუალური მეურვეობისა და ერთი-ერთზე დაცვის მხრივ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც პსჟ ლონდონში ჩავიდა, ბრედლი ბარკოლა უბრალოდ გააქრო.

ნახევარფინალში ყველაფერი სხვანაირად იყო. პირველი შეხვედრის საწყისი 20 წუთის განმავლობაში, მისი მაქსიმუმი კვარაცხელიაზე ჯარიმების აღება გახლდათ. მეორე მხრივ, როდესაც ასტონ ვილასთან გამართულ დაპირისპირებას და ხვიჩას გოლს იხსენებ, ხვდები, რომ ხვიჩაზე განზრახ ჯარიმის აღება ცუდი გეგმა ნამდვილად არაა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ფინალი 31 მაისს "ალიანც არენაზე" გაიმართება.

Facebook კომენტარები