2 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რონალდუს მაგიდაზე ორი გუნდის შემოთავაზება უდევს - ვინ ყიდულობს კრიშტიანუს

ბოლო პერიოდში კრიშტიანუ რონალდუს ახალი კლუბის შესახებ ცნობები მომრავლდა.

გამოცემა "FootMercato" წერს, რომ ამ ეტაპზე რონალდუს 2 კლუბისგან აქვს შემოტაავზება.

ესენია "ალ-ნასრი" და "ალ-ჰილალი".

კრიშტიანუმ თავად განაცხადა, რომ მან "ალ-ნასრში" მოღვაწეობა დაასრულა.

ასევე ცნობილია, რომ მას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაში სურს.

ცნობისთვის, "ალ-ჰილალი" ამ ტურნირზე კვალიფიცირებიულია და თანაც ჯგუფში მადრიდის "რეალთან" ერთადაა.

შეგახსენებთ, რომ FIFA-ს რეგლამენტის მიხედვით, კლუბებს სპეციალურად ამ ტურნირისთვის შეუძლიათ ფეხბურთელის დროებით დამატება.

Facebook კომენტარები