ბოლო პერიოდში კრიშტიანუ რონალდუს ახალი გუნდის შესახებ ბევრი, თუმცა არაკონკრეტული ინფორმაცია ვრცელედება.
ცნობილია, რომ პორტუგალიელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სურს თამაში, რადგან ეს ტურნირი დიდი მასშტაბით პირველად ტარდება და ამავდროულად ამხელა ფიგურის იქ ყოფნა FIFA-სთვისაც მომგებიანი იქნება.
მედიაში იწერება, ევროპაში დაბრუნების შესახებაც, თუმცა ესპანელი ჟურნალისტის, სანტი აოუნას ინფორმაციით, რონალდუ საუდის არაბეთში დარჩენასაც განიხილავს.
კერძოდ კრშტიანუს "ალ-ჰილალში" თამაშის იდეა მოსწონს, რადგან ეს გუნდი ზემოთ აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზბოს, თანაც მას ჯგუფში მადრიდის "რეალი" ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ რონალდუმ "ალ-ნასრთან" ერთად ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო და ამ სეზონში ვერ აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
როგორც თავად განაცხადა, მისი კარიერის ეს ნაწილი დასრულდა და ყველაფრისთვის მადლიერია.
აქვე მოაგხსენეთ, რომ რონალდუს "ალ-ნასრთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.