2 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რონალდუმ გადაწყვეტილება მიიღო! - სად სურს პორტუგალიელს კარიერის გაგრძელება

ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, რომ კრიშტიანუ რონალდუ "ალ-ნასრს" დატოვებს და ევროპულ ფეხბურთში დაბრუნდება.

ამ ეჭვებს ამყარებს ის, რომ პორტუგალიელი კლუბთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს.

გამოცემა "ESPN"-ის ცნობით, რონალდუს მსოფოლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაში სურს.

მას უნდა, რომ ევროპული გუნდის ნაწილი გახდეს, თუნდაც დროებით, მხოლოდ ამ ტურნირისთვის, როგორც ეს რეგლამენტშია მოცემული.

Facebook კომენტარები