11 საათის და 33 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ემპოლი სერია ა-დან გავარდა, თუმცა გოგლიჩიძეს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს - საბას დიდი შანსი

ყველასათვის მოულოდნელად, "ნოტინეგემ ფორესტს" პრემიერ ლიგაში ძალიან კარგი სეზონი გამოუვიდა. მათ ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავეს, რაც კონფერენს ლიგის საგზურს ნიშნავს.

ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა, "Hitc" იუწყება, რომ "ნოტინგემს" მომავალი სეზონისთვის კიდევ უფრო გაძლიერება დასჭირდება და გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სწორედ ამას შეეცდება.

წყარომ ნოტინგემელთა 5 სავარაუდო ტრანსფერს ასახელებს.

ჩვენდა სასიხარულოს სიაში "ემპოლის" ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძეც მოხვდა, რომელსაც იტალიიდანაც არაერთი მსურველი ჰყავს.

"ნიკოლა მილენკოვიჩი კარგი მაგალითია იმისა, რომ სერია A-დან შეძენილი მცველები გაცემულ ავანსებს ამართლებენ. მან პრემიერლიგაში ამ სეზონში ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მეტი 100+ დუელიც მოიგო ლიგაში. 

მსგავსი აგრესიული თამაშით მიმდინარე სეზონში სახელი ქართველმა მცველმა საბა გოგლიჩიძემაც გაითქვა. ის ასევე მაღალ ტემპში თამაშობს და საჰაერო ორთაბრძოლებსაც დამაჯერებლად იგებს. 

გოგლიჩიძემ ამ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და მის მიმართ ინტერესი მილანს, იუვენტუსს, რომასა და ინტერს აქვთ. შეიძლება, თუ არა ფორესტმა 20 წლის ფეხბურთელი შეიძინოს? მილენკოვიჩმა ფანტასტიკური მაგალითი გვაჩვენა, საიდანაც სწავლა შეიძლება და შესაძლოა ქართველის ტრანსფერი შედგეს, თუ მურილიოს ევროპული გიგანტები წაიყვანენ“, - წერს გამოცემა 20 წლის ქართველ მცველზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია, აკვირდება თუ არა გუნდი საბას, თუმცა თუ ბრიტანულ მედიაში წერენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინტერესი კლუბშიც აქვთ.

Facebook კომენტარები