1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"გუნდმა კვარას სახით ვარსკვლავი დაკარგა, მაგრამ..." - აურელიო დე ლაურენტისის განცხადება ხვიჩაზე

"ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის საჩემპიონო ვახშამზე ანტონიო კონტეს მიმართ ემოციური სიტყვებით მიმართა.

საუბრისას მან ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა:

"კონტემ დაკარგა ისეთი ვარსკვლავი, როგორიც კვარაცხელიაა, იყო მრავალი ტრავმა, თუმცა მან მაინც მოახერხა სკუდეტოს მოგება. 

კონტემ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ სქემები უმნიშვნელოა _ მთავარია ღრმა ცოდნა იმისა, თუ რას ნიშნავს რეალურად ფეხბურთი, მადლობა მას", - თქვა დე ლაურენტისმა.

Facebook კომენტარები