ფრანგულ გამოცემა „Le Parisien“-ში ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუძღვნა ვრცელი სტატია, რომელშიც პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობაც დაასახელა.
ავტორის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელია და ის უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იქნება. სევერაკი აღნიშნავს, რომ ლუის ენრიკესთვის კვარაცხელია და უსმან დემბელე შეუცვლელი ფიგურები არიან, ხოლო ერთადერთი კითხვა ისაა, ვინ დაუმატდება მათ შეტევაში - ბრედლი ბარკოლა თუ დეზირე დუე.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ინტერი“ მწყობრი დაცვის გუნდი არის, თუმცა ფლანგის მცველები - ფედერიკო დიმარკო და დენზელ დუმფრისი — შეტევაშიც აქტიურად ერთვებიან. სწორედ ამ სივრცეების გამოყენება განსაკუთრებით შეუძლია ბარკოლას, რაც „ლივერპულთან“ და „ასტონ ვილასთან“ მატჩებშიც გამოჩნდა.
ძირითადი ინტრიგა ახლა ისაა, თუ ვინ იდგგება მარცხენა ფლანგზე - ბარკოლა თუ კვარაცხელია.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ხვიჩა მარჯვნიდან დაიწყებს და თამაშის მიმდინარეობისას ისინი პოზიციას ხშირად შეცვლიან.
ჟურნალისტმა პარიზელთა სავარაუდო ძირითადი შემადგენლობაც დაასახელა:
პსჟ-ს სავარაუდო XI: დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ვიტინია, ნევეში, ფაბიანი; ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე.