2 თვის და 2 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

ბარკოლა ხვიჩას ტრანსფერის გამო უკმაყოფილოა - ფრანგი კონტრაქტის გახანგრძლივებისგან თავს იკავებს

L’Équipe-ის ცნობით, პსჟ-ს ახალგაზრდა ვარსკვლავი ბრედლი ბარკოლა უკმაყოფილოა კლუბის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გამო.

ფრანგულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბარკოლას არ ესმის, თუ რატომ მიიზიდა პარიელები ნაპოლის ქართველი შემტევმა, როდესაც თავად უკვე იკავებდა ლიდერის პოზიციას მარცხენა ფლანგზე. 

ბარკოლა მიიჩნევს, რომ მისი პროგრესი და სეზონის ბოლოს გასაოცარი შედეგები საკმარისი იყო, რათა პსჟ-მ მას უფრო მნიშვნელოვანი როლი მიანიჭოს მომავალ სეზონში. თუმცა, ხვიჩას მოსვლამ მისი სტატუსი, შესაძლოა, უკანა პლანზე გადაიყვანოს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამ მიზეზით თავს იკავებს ბარკოლა კონტრაქტის გახანგრძლივებისგან, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი აქტიურად ცდილობს მოლაპარაკებების გაგრძელებას.

Facebook კომენტარები