როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის თასის ფინალში ერთმანეთს პსჟ და რეიმსი უპირისპირდებიან.
მატჩამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო.
თუმცა მინდორზე ქართველის მაგივრად დეზირე დუე გამოვიდა.
"Le Parisien" იუწყება, რომ ქართველს მატჩამდე მცირე თავის ტკვილი აწუხებდა, რის გამოც მან თამაშისგან თავი შეიკავა.
უცნობია, ითამაშებს თუ არა დღეს ხვიჩა მეორე ტაიმში მაინც.