მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რიო ფერდინანდთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, კვარას საკუთარ გუნდელზე, უსმან დემბელეზე ჰკითხა:
ფერდინანდი: ვისაუბროთ დემბელეზე. ამბობენ, რომ მან „ოქროს ბურთი“ უნდა მოიგოს.
კვარაცხელია: ბრწყინვალე ფეხბურთელია. ორივე ფეხით ძალიან კარგად თამაშობს, საოცარი მოძრაობები აქვს და უსწრაფესია. ამასთან ერთად, შესანიშნავი ადამიანია, რამაც აქ მოსვლისას მომხიბლა.
ფერდინანდი: ძალიან კარგია, მის პიროვნულ თვისებებს რომ გაუსვი ხაზი. წარსულში დემბელეს ხშირად აკრიტიკებდნენ ხასიათის გამო, რაც, შესაძლოა, უსამართლო იყო. მნიშვნელოვანია, რომ მისმა თანაგუნდელმა აღნიშნა, რამდენად კარგი ადამიანია.
კვარაცხელია: რასაც სოციალურ ქსელებში ვკითხულობთ, სიმართლე არაა, მათ არ იციან, რა ხდება გუნდის შიგნით. ის ყველაზე მხიარული ადამიანია, რომელიც კარიერის განმავლობაში შემხვედრია. მუდამ ბევრს ხუმრობს, ძალიან კარგი ადამიანია. მოედანზეც ყოველთვის გეხმარება, გეკითხება, რაიმე ხომ არ გჭირდება. წელს ყველამ დაინახა, რამდენად გამორჩეულია დემბელე.