დინამო თბილისის ლეგენდარულმა ფებრუთელმა, ვლადიმერ გუცაევმა ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით პირველი არხის გადაცემაში ისაუბრა:
“დღეს ფეხბურთში მთავარი თემა, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ფინალია. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ასეთი დიდი ტურნირი არ არსებობს.
მით უფრო იმის გამო, რომ ერთ-ერთ ფინალისტ გუნდში, “პარი სენ-ჟერმენში“ ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს და ყველა ამ თამაშის მოლოდინშია. შეუძლებელია”
“ბარსელონას“ უყურო და ამ გუნდს არ გულშემატკივრობდე. ჩემთვის ეს საუკეთესო გუნდია და ველოდებოდით, რომ ფინალში გავიდოდა, მაგრამ გავიდა „ინტერი“ – ასეთია ფეხბურთი. სხვათა შორის, წინა ფინალში „მანჩსტერ სიტი“ „ინტერს“ რომ შეხვდა, გვეგონა, ინგლისელები იოლად მოიგებდნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ. ამიტომ ახლაც ძალიან დაძაბული თამაში გველის“. - განაცხადა გუცაევმა.