2 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დიდი მინიშნება - ქოჩორას და რონალდუს ერთად თამაში რეალური გახდა

ლისაბონის "სპორტინგი" 2024/25 წლების სეზონის პორტუგალიის პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა.

მან თავის პირველ კლუბს ჩემპიონობა ინსტაგრამ სთორის საშუალებით მიულოცა.

უცხოურ მედიაში თვლიან, რომ ეს კლუბში დაბრუნების ერთგვარი მინიშნებაა, რაზეც ასევე ცნობებო მომრავლდა.

თანაც რონალდუს "ალ-ნასრთან" კონტრაქტი ივლისში ეწურება, განახლებას კი პორტუგალიელი არ ჩქარობს.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი სეზონიდან "სპორტინგს" გიორგი ქოჩორაშვილი გარანტირებულად შეუერთდება.

იზრდება შანსი, რომ ქოჩორამ ახალ კლუბში თავის კუმირთან ერთად ითამაშოს.

Facebook კომენტარები