ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ყოფილ ინგლისელ ფეხბურთელთან, რიო ფერდინანდთან ინტერვიუ ჩაწერა.
მათ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათ შორის რიომ ხვიჩას თავისი კერპის შესახება ჰკითხა.
ისედაც ცნობილია, რომ კვარა ბავშვობიდან კრიშტიანუ რონალდუს დიდი გულშემატკივარია.
მან პორტუგალიელზე კიდევ ერთხელ გააკეთა თბილი კომენტარი:
"კრიშტიანუ ჩემი კუმირია. მე მის მატჩებს ყველგან ვუყურებდი. მისი პროფესიონალიზმი მთავარი იყო. რონალდუს ცხოვრების სტილი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მისგან ბევრი ვისწავლე", - თქვა კვარცხელიამ.