2 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ამაზე უარის თქმა გაუჭირდება - ალ-ნასრმა რონალდუს საუკუნის კონტრაქტი შესთავაზა

მოგეხსენებათ, ალ-ნასრი კრიშტიანუ რონალდუსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აქტიურად ცდილობს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაბულმა გუნდმა კრიშტიანუს სასწაული ხელფასი შესთავაზა.

როგორც იწერება, ალ-ნასრმა რონალდუს 1-წლით გუნდში დარჩენის სანაცვლოდ 155 მილიონი ევრო შესთავაზა.

ასევე ცნობილია, რომ კრიშტიანუს ტიტულებისთვის ბრძოლა სურს და ალ-ნასრში ბედნიერი არ არის.

Facebook კომენტარები