უდაძაბულესი ორმატჩიანი დუელის შემდეგ მილანის "ინტერმა" კატალონიის "ბარსელონა" დაამარცხა.
ჯამში "ნერაძურომ" 7:6 იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის პირველი ფინალისტი გახდა.
მისი მეტოქე კი ფრანგული კლუბი, პსჟ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში არსენალი გამოთიშა.
საინტერესოა, რომ კვარას "ინტერის" წინააღმდეგ "ნაპოლის" ფორმით 6 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 1 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა, 3 კი წააგო.
ქართველ ვინგერს "ნერაძუროს" წინააღმდეგ 0 გოლი და 0 საგოლე მოქმედება აქვს.