1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მე და ჟორჟი იძულებული გაგვხადეს, რომ..." - ლაკაზეტის საჯარო აღიარება

“ლიონისა” და ალექსანდრ ლაკაზეტის გზები იყრება. ფრანგი შემტევი ზაფხულში თავის მშობლიურ კლუბს ტოვებს.

“ლიონის” ლეგენდამ ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა:

“ამ სეზონში დუეტში უნდა გვეთამაშა, თუმცა ეს არცისე ხშირად მოზდა. იძულებული გაგვხადეს, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვყოფილიყავით, თუმცა, მსგავსი რამ ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. დარწმუნებული ვარ, ერთად გაცილებით მეტის მიღწევა შეგვეძლო”. - განაცხადა ლაკაზეტმა.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატრარებულ 47 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Facebook კომენტარები