თბილისის “დინამოს” აკადემიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა, გიორგი აბულაძემ რამდენიმე დღის წინ ქუთაისის “ტორპედოს” ძალიან მაგარი გოლი გაუტანა.
აბულაძემ თანაგუნდელისგან პასი მიიღო, სწრაფად დაიძრა, ერთ მეტოქეს აურა და ბრძოლაში 25 მეტრიდან უძლიერესად გაისროლა.
გიორგი 2010 წელს არის დაბადებული და პოზიციით ვინგერია. განსაკუთრებით სახიფათოა ერთ-ერთზე თამაშისას.
რამდენიმე თვის წინ აბულაძე “დინამოსთან” ერთად ლიეტუვაში “ატეიტის” თასს დაეუფლა.
ფეხბურთელს წარმომადგენლობას საფეხბურთო სააგენტო BeProGeo და სააგენტოს დამფუძნებელი, გოჩა ჭანია უწევს.