ნეაპოლურმა სპორტულმა გამოცემამ "Il Mattino"-მ "ნაპოლის" საჩემპიონო შანსებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
მათ ახსენეს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც, როგორც თავად წერენ, ყოფილ გუნდელებთან მუდმივ კავშირშია და მათ ჩემპიონობას ფაბიან რუისთან ერთად პარიზიდან გულშემატკივრობს:
"ქართველი გარემარბი ნეაპოლურ საფეხბურთო სამყაროსთან ძალიანაა დაკავშირებული და სკუდეტოსთვის ბრძოლას თვალს დიდი ინტერესით ადევნებს.
კვარაცხელია და ფაბიან რუისი პარტენოპეის გულშემატკივრობენ და ყოფილ თანაგუნდელებთან მუდმივ კონტაქტზე არიან, რათა მათ საოცნებო სვლას მხარი დაუჭირონ", - წერს გამოცემა.
ქართველის ასეთი ქმედება ნეაპოლელ ქომაგში დიდ პატივისცემას იწვევს და ისედაც ყველასათვის საყვარელი კვარაცხელია კიდევ უფრო მეტად შეიყვარეს.