13 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარას მისი ტრანსფერი ძალიან დაემხარება - პსჟ ლიონის ვარსკვლავს ყიდულობს

უცხოურ პრესაში ხშირად იწერება, რომ "ლიონის: გამორჩეული ფეხბურთელი, რაიან ჩერკი მომავალ ზაფხულს კლუბს დატოვებს.

მისი შეძენის დიდი სრუვილი ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენს" აქვს, რომელსაც ეს არც წინა ზაფხულში დაუმალავს.

მაშინ ტრანსფერი ვერ განხორციელდა, თუმცა ახლა ამის შანსები ბევრად იზრდება, რადგან "ლიონი" ფინანსურ კრიზისშია და სარფიანი წინადადება მათ აუცილებლად მოხიბლავთ, რისი შეთავაზებაც ნასერ ალ-ხელაიფს არ გაუჭირდება, მით უმეტეს ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ.

როგორც ცნობილია, თავად ჩერკისაც სურს პარიზულ გუნდში თამაში.

მას საფრანგეთის ფეხბურთის დაჯილდოვებაზე "პსჟ"-ს შესახებ ჰკითხეს:

"რა თქმა უნდა, მომწონს. პსჟ-ში ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ. უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა ჩემი ახლო მეგობრები არიან. როდესაც მოედანზე კარგი ქიმია გაქვს, ეს ასევე მოედანზე აისახება. 

არის თუ არა ეს პსჟ-ში ტრანსფერზე მინიშნება? არ ვიცი.".

ასე და ამგვარად, შესაძლოა რაიან ჩერკი გიორგი მიქაუტაძეს დაემშვიდობოს, რომელთანაც მშვენიერი დუეტი შექმნა, თუმცა მას პარიზში კიდევ ერთი ქართველი დახვდება, რომელთან შეთამაშებაც არ გაუჭირდება.

კვარას მართლაც სჭირდება ჩერკის ნაირი ფეხბურთელი, რომელიც ქართველს შეტევაში მეტად გახსნის.

Facebook კომენტარები