1 დღის და 6 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ტრამპს სურს, რომ რონალდუ ამერიკაში ჩავიდეს - მედიაში ახალი ინფორმაცია ვრცელდება

როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის ზაფხულში FIFA ახალი ფორმატით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს პირველად ჩაატარებს.

ამ ტურნირს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს., რაშიც ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირდაპირაა ჩართული.

მედიაში იწერება, რომ ტრამპს ამ ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუს ხილვა სურს, რომლის კლუბიც ტურნირზე ვერ მოხვდა.

თუმცა FIFA-მ უშუალოდ ამ ჩემპიონატზე კლუბებს 6 ფეხბურთელის დამატების უფლება მისცა.

ასევე იწერება, რომ ამ საკითხით თავად რონალდუც დაინტერესებულია.

ცნობისთვის, კრიშტიანუს ალ-ნასრთან კონტრაქტი ივნისში ეწურება, მოლაპარაკებები კი ჯერ-ჯერობით ჩიხშია შესული.

Facebook კომენტარები