1 დღის და 9 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

არაკოლეგიალური განცხადებაა - რა თქვა ინლგისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ მამარდაშვილზე

მედიაში ხშირად იწერება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება "ლივერპულის" პირველი მეკარე ახალი სეზონიდან. - ალისონ ბეკერი დარჩება, თუ გიორგი მამარდაშვილს ენდობიან.

ამასთან დაკშვირებით ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა ისაუბრა:

"არ არსებობს შანსი, რომ მამარდაშვილმა გუნდში პირველი ადგილი დაიკავოს. ის მეორე ნომერი იქნება, კელეჰერი კი წავა. უკვე დროა, რომ კელეჰერი და მისი კარიერა უფრო წინ წავიდეს და სხვა გუნდში პირველი ნომერი გახდეს. მან დაამტკიცა, რომ ამის გაკეთება უმაღლეს დონეზე შეუძლია. 

ლივერპული მას აშკარად არ მიიჩნევს ალისონის ბუნებრივ მემკვიდრედ და სწორედ ამიტომ დაიმატა მამარდაშვილი. ქართველმა მეკარემ სეზონის მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ ლივერპულში გადასვლის შემდეგ ის კელეჰერის ადგილს დაიკავებს და ალისონის შემცვლელი იქნება", - თქვა რობინსონმა.

Facebook კომენტარები