Fotomac-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლივერპულს” შესაძლოა გუნდის მეკარე ალისონ ბეკერი დაემშვიდობოს.
როგორც წყარო წერს, ბრაზილიელი კიპერი ახალ კლუბში გადასვლის შემთხვევაში მინიმუმ 25 მილიონი ევროს წლიურ ანაზღაურებას ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ალისონის დამატებით გარკვეულ ეტაპზე “გალათასარაი” იყო დაინტერესებული, გუნდი მოთამაშის მაღალი ფინანსური მოთხოვნების გამო უკან დაიხია.
თუმცა ბეკერს შესაძლოა, ეს თანხა მაინც შესთავაზონ. იგივე გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთის ერთ-ერთმა კლუბმა მას უკვე წარუდგინა 30 მილიონი ევროს ოდენობის შემოთავაზება, რაც მეკარის “ენფილდიდან” შესაძლო წასვლის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს “ლივერპულს” “ვალენსიადან” საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება, რაც ბეკერის წასვლის შემთხვევაში ქართველის პირველ ნომრიან პოზიციაზე დაწინაურებას შესაძლებელს გახდის.