როგორც მედიაში იწერება, კრიშტიანუ რონალდუ "ალ-ნასრთან" ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპრაკებებს აწარმოებს.
პორტუგალიელი ვარსკვლავი, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა ივნისში ეწურება, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, რონალდუ კლუბში ბედნიერი არ არის. მას "ალ-ნასრის" ამბიციები არ მოსწონს.
ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.