1 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ყველას უნდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ იყოს, მაგრამ მე ვსვამ კითხვას..." - რონალდუს უმაგრესი სიტყვები

კრიშტიანუ რონალდუმ ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ თავზე და დისციპლინაზე ისაუბრა:

"ყველას უნდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ იყოს, მაგრამ მე ვსვამ კითხვას. შეუძლიათ, თუ არა იგივეს გაკეთება? ეს რთული იქნება. დისციპლინა ყველაზე რთული რამ არის. არა მხოლოდ სპორტში, არამედ ცხოვრებაში. შენი თავი უნდა გამოიწვიო. ვიმეორებ, ხანდახან ეს ძალიან რთულია.

თქვენ ფიქრობთ, რომ ყოველდღე სავარჯიშო დარბაზში სიარული მინდა? რა თქმა უნდა, არა! არავის უნდა ყოველდღე სავარჯიშო დარბაზში სიარული, მაგრამ ვალდებული ხარ, რომ იარო! სწორედ ეს არის დისციპლინა", - თქვა კრიშტიანუმ.

Facebook კომენტარები