გუშინ ლიგა 1-ის 2024/25 სეზონის დაჯილდოვება გაიმართა, სადაც რამდენიმე ნომინაციაში საუკეთსო გამოავლინეს.
წლის საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ვარსკვლავი, უსმან დემბელე გახდა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ასევე პსჟ-ს ვარსკვლავი, დეზირე დუე გახდა.
სეზონის სიმბოლურ ნაკრებში კი 9 ფეხბურთელი სწორედ პარიზული გუნდიდან არის წარმოდგენილი:
დაჯილდოვებაზე არ ყოფილა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა.
ჩნდება კითხვები, თუ რატომ ვერ მოხვდა კვარა სიმბოლურ ნაკრებში, მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე დროში გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა.
მიზეზი სწორედ ის არის, რომ ხვიჩა პარიზში სეზონი მეორე ნახევარში გადაბარგდა.
სიმბოლურ ნაკრებში კი მხოლოდ ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც მთელი სეზონი ამ ჩემპიონატში გაატარეს.
ეს ხვიჩასთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ყველამ ვიცით, რომ შემდეგ სეზონებში ქართველი ამ დაჯილდოვების განუყრელი ნაწილი იქნება.