6 საათის და 44 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ფრანგი ჟურნალისტი: "ქართველებმა არ მიწყინოთ მაგრამ..."

გასულ სეზონში, ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენმა ნანტი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი მატჩი ჩაატარა.

ქართველმა თავი კარგი თამაშითა და 2 გატანილი ბურთით გამოიჩინა.

ხვიჩას ამ პერფორმანსის შემდეგ ერთ-ერთი ფრანგი ჟურნალისტი საკუთარ გვერდზე წერს:

"კვარაცხელია მბაპეს მირჩევნია. ამას სერიოზულად ვიძახი.

შეურაცხყოფად არავინ მიიღოს, მაგრამ ის რომ ქართველი არ იყოს, ოქროს ბურთის სამეულში აუცილებლად იქნებოდა".