ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.
პროცედურა დოჰაში (ყატარი), „ასპეტარის“ კლინიკაში ჩატარდა.
კვარაცხელია ახლა რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს, რითაც გამოჯანმრთელების ხანგრძლივ გზას შეუდგება (7-9თვე).
ხვიჩას წარმატებულ გამოჯანმრთელებასა და მოედანზე ძლიერ დაბრუნებას ვუსურვებთ!