3 საათის და 17 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ლუჩანო სპალეტის კომენტარი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე

ტურინის იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის პრესკოფერენციაზე 2026 წლის ოქროს ბურთის შესახებ ჰკითეს.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ჰარი კეინმა ჯილდო დამსახურებულად მიიღო:

"შტაბთან ერთად განვიხილე ეს საკითხი და მიგვაჩნია, რომ ჯილდოს მიღება ნამდვილად დაიმსახურა. ფეხბურთელის კლასის გათვალისწინებით, ეს ლოგიკური არჩევანი იყო.

მას არანორმალური, შთამბეჭდავი მაჩვენებლები აქვს, თუნდაც ყოველთვის ისე არ აშუქებდნენ, როგორც სხვებს - ასეც უნდა ყოფილიყო".